Accessibility links

„ქალთა მოძრაობა“ ფემიციდის კანონით აკრძალვას მოითხოვს.

პეტიციით, რომელიც მათ 16 აპრილს გაავრცელეს, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ არ შეიწყალოს ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში ბრალდებული პირები: „ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან... ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა ცუდი ქალობისათვის”. ფემიციდის ბოლო მსხვერპლს 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოსჭრეს ყელი. ის 25 წლის იყო. მკვლელს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ოჯახის წევრებზე ძალადობისათვის ის ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს, მაგრამ 2017 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა. 16 აპრილს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია დაშვებული შეცდომით“. მან დროებით შეწყვიტა ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტების გამოცემა.

2018 წელს ფემიციდის 7 ფაქტი მოხდა, ბოლო სამ წელიწადში კი 76 ქალი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG