Accessibility links

ფიფა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2022 წლისთვის გადადებს


მსოფლიოს 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ლივერპული“.

ფეხბურთში მსოფლიოს 2021 წლის საკლუბო ჩემპიონატი წინასწარ დადგენილ ვადებში აღარ გაიმართება. ფიფა ტურნირის 2022 წლის ზაფხულისთვის გადადებას აპირებს და დაზუსტებულ თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ჩინეთს უნდა ემასპინძლა, 2021 წლის 17 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მაგრამ თარიღის შეცვლა გარდაუვალი მას შემდეგ გახდა, რაც უეფამ ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადასწია და 2021 წლისთვის ჩანიშნა - 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი 2022 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება და მასში მონაწილეობას ოცდაოთხი კლუბი მიიღებს. მათ შორის მსოფლიოს 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ლივერპული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG