Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრთხილად! შესაძლოა ფული დაკარგოთ!


ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ გახდნენ ბოლო დროს გახშირებული თაღლითური სქემის, ფიშინგის მსხვერპლი.

რა არის ფიშინგი?

კიბერდანაშაული, რომლის დროსაც პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით... რათა მომხმარებელს პირადი მონაცემები გამოსტყუოს.

ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი სამიზნე ბანკები, ონლაინ მაღაზიები და მათი მომხმარებლები არიან.

ფიშინგის მექანიზმი

მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე, რომელიც ხშირად ამათუ იმ ბანკის ნამდვილი ვებგვერდის მსგავსია. შეყავს მომხმარებლის სახელი (user name), პაროლი და უსაფრთხოების სხვა მონაცემები. ამის შემდეგ ეს მონაცემები, შესაბამისად ფულიც, ხელმისაწვდომი ხდება თაღლითებისთვის.

ფიშინგის შემთხვევაში თუ ეკისრება პასუხისმგებლობა ბანკს?

ამ შემთხვევაში ბანკი პასუხისმგებელი არ არის.

შეიძლება თუ არა ფიშინგისგან დაზღვევა?

დამატებითი უსაფრთხოების სერვისი ბანკსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საგანია.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ფული არ დაკარგოთ

1.არ გადასცეთ სხვას პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება.

2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას.ვებმისამართი უნდა იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო. შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.


3.ეძებეთ შეცდომები. არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყალბი ვებგვერდის ნამდვილისგან გარჩევა. მაგალითად,მცირედი განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან, შრიფტის მცირედი სხვაობა, მართლწერისას დაშვებული შეცდომები...

4.გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის თქვენს სასურველ ორგანიზაციას.

4.გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადასახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG