Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ამ დრომდე ასუფთავებენ სახლებს


ქუთაისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 28 სექტემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა, ამ დრომდე ასუფთავებს საკუთარ სახლებს და ეზოებს. წვიმის წყალმა ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში დატბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები. მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალს ამ დრომდე ითვლიან და ამბობენ, რომ აღწერენ მოქალაქეებისთვის სტიქიის შედეგად მიღებულ ზიანს და დაეხმარებიან მათ.

ქუთაისის ე. წ. ბალახვნის დასახლება ერთ-ერთია, სადაც სადგურის ქუჩაზე ათეულობით მოსახლე დაზარალდა. როგორც ქუჩის მცხოვრებნი ამბობენ, ორი დღის წინ მოსული უხვი ნალექის დროს სანიაღვრე არხებმა ჭარბი წყალი ვერ გაატარა და წყალი სახლებში ქუჩიდან შევიდა. სადგურის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ძლიერი წვიმის დროს ეზოებში წყალი სხვა დროსაც შეუვიდათ, თუმცა28 სექტემბერს განსაკუთრებით დაზარალდნენ. ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ საცხოვრებელი ოთახები, საოჯახო ტექნიკა და სარდაფებში შენახული საკვები პროდუქტი.


28 სექტემბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულები ამ დრომდე ასუფთავებენ სახლებს წვიმის წყლის მიერ შეტანილი შლამისა და სილისგან და აშრობენ საოჯახო ნივთებს, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ ავეჯი, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი გახდა და ნაწილი გადაყარეს კიდეც. გამოდარების მიუხედავად, ოთახებში კედლები სველია და ნესტის სუნი დგას.

დაზარალებულ მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ აპირებენ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას ზარალის კომპენსაციისთვის. ისინი ითხოვენ ასევე სანიაღვრე არხების გაწმენდასა და კანალიზაციის მოწესრიგებას.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე არხები ინტენსიურად იწმინდება, ქალაქის ცენტრალური გამზირები და ქუჩები კი იმის გამოდაიტბორა, რომ 28 სექტემბერს დღისა და საღამოს საათებში უხვი ნალექი მოვიდა, სანიაღვრე არხებში დიდი რაოდენობით სილა და ნაშალი ქვა ჩავიდა ქალაქის იმ დასახლებებიდან, რომლებიც შემაღლებულ ადგილებზეა გაშენებული და დაბლობში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა. როგორც მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე განმარტავს, „საგანგებოდ შექმნილ ცხელ ხაზზე შესულია 240-მდე შეტყობინება, ზარალის ოდენობაკი ამ დროისთვის უცნობია, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობსმოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის აღწერა“.

ქუთაისში 28 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად, ათამდე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, წმენდენსანიაღვრე არხებს დაასუფთავებენ ქუჩებს.ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორარამდენიმე საავადმყოფოს, ბანკის, სასტუმროსა და სხვა კერძო ობიექტის პირველი სართულები და სარდაფები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG