Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვიბისელები სასმელი წყლის პრობლემის მოუგვარებლობას უჩივიან


ბორჯომიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის პრობლემაზე ჩივიან. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათ ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოედინება. ვითარება განსაკუთრებით წვიმიან ამინდში მწვავდება, როცა წყლის გამოყენება ტექნიკური დანიშნულებითაც უჭირთ. ადგილობრივი თომა მაღლაკელიძე ამბობს, რომ, დახარჯული თანხების მიუხედავად, სოფლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

გადმოწერა
პრობლემის მოგვარებამდე ყვიბისელები ისევ ამინდზე იქნებიან დამოკიდებულნი და წვიმიან ამინდში სასმელი წყლით ჭურჭლის ავსება კვლავ წყაროებიდან მოუწევთ.

ტურისტულ სოფელში სეზონზე იძულებულნი არიან სასმელი წყალი წყაროებიდან მოიტანონ, რომ დამსვენებლისგან შემოსავლის წყარო არ დაკარგონ.

უბნის ერთ-ერთი მთავარი გადასასვლელი გზა სამჯერ გადაითხარა და სოფელი ისევ უწყლოდაა, აცხადებს მედიასთან სოფელ ყვიბისის მკვიდრი და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბაკურ გელაშვილი. ის წყლის დაზიანებულ მილზე ამახვილებს ყურადღებას და ირწმუნება, რომ სამუშაოები მიტოვებულია, პრობლემა კი - მოუგვარებელი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პირობას დებს, რომ სოფელ ყვიბისში დაზიანებული მონაკვეთები უახლოეს ხანში აღდგება. ბუბა ბერიძე ამბობს, რომ საფილტრი სადგური, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით აშენდა, მისივე მტკიცებით, იმაზე მეტ წყალს ფილტრავს, ვიდრე სტანდარტების მიხედვით არის გათვლილი, პრობლემა კი, ვიცე-მერის აზრით, წყლის გადაჭარბებული ხარჯვის გამო იქმნება.

პრობლემის მოგვარებამდე ყვიბისელები ისევ ამინდზე იქნებიან დამოკიდებულნი და წვიმიან ამინდში სასმელი წყლით ჭურჭლის ავსება კვლავ წყაროებიდან მოუწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG