Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა


„ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი შალვა ნათელაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა.

შალვა ნათელაშვილი: „ეს შენობა და ეს სასამართლო გახლავთ რეპრესიების „ცეხი“. არავითარი კავშირი სამართალთან და კანონთან მათ არ გააჩნიათ. ახლა, ალბათ, კარგად ხვდება ყველა, რატომ დააკვდა რომეოსავით ბიძინა ივანიშვილი მურუსიძეებისა და ჩინჩალაძეების სამოსამართლეო ტახტზე აღზევებას. აი, ამისთვის!

არც ახალი წელი, არც შობა, არც აღდგომა, არც ზნეობა, არც კანონი, არც ადამიანობა ამათთვის არ არსებობს. მთავარია, მიიღეს ბრძანება და დაიჭირეს კაცი, იმიტომ რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. ეჭვი არ მეპარება, რომ პირდაპირ აქციების ადგილიდან, რუსთაველიდან ბიძინა ივანიშვილს ჩართული აქვს „ლაივ სტრიმი“ (ეს ძალიან იოლად კეთდება) და პირადად აძლევს მითითებებს თავის ჯალათებს, ვინ დაიჭირონ, ვინ დააკავონ, ვინ გაასამართლონ, ვინ დაატერორონ, ვის თვალები გამოთხარონ და ასე შემდეგ“.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებმა დღეს პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მოძრაობა „შეცვალე“ და ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობას უცხადებდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და, ასევე, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG