Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში დაღუპულთა შორის კოტეჯების სასადილოს მზარეული გენო სულთანიშვილი ამოიცნეს


შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეული გენადი სულთანიშვილის ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს
შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეული გენადი სულთანიშვილის ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის ამოიცნეს გენადი (გენო) სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ადგილობრივი ანსამბლის, „ბუბის“ წევრი.

„პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული ცხედარი“, - იუწყება მამუკა ცერცვაძე, სულთანიშვილის სიძე.

ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი სიმამრი 3 აგვისტოს უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, კოტეჯების ტერიტორიაზე.

9 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ცხედარი.

მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 14 ადამიანის ძებნას.

XS
SM
MD
LG