Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მტრის დამარცხება ვაზიანში: ღირსეული პარტნიორობა და მეგობრობა


ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და უკრაინელი სამხედროები ერთობლივ სამხედრო ამოცანას ასრულებენ. 8 აგვისტოს, ვაზიანის პოლიგონზე „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მონაწილე სამხედროები შენობებში გამაგრებულ პირობით მოწინააღმდეგეს უტევენ. დავალებები ზუსტად არის გადანაწილებული და მიზანი შენობების გაწმენდაა. ქვეითებს საჰაერო მხარდაჭერაც აქვთ და ერთობლივი ძალებით ყველაფერი შედეგიანად სრულდება. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედროები ამბობენ, რომ ერთობლივი სამხედრო მიზნები, პარტნიორობასთან ერთად, პიროვნულ მეგობრობასაც აყალიბებს. მომხდარა ისეც, რომ საქართველოში დამეგობრებულები მერე ავღანეთის მისიაშიც შეხვედრიან ერთმანეთს. მრავალეროვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 13 ქვეყნის 3000-ზე მეტ სამხედროს აერთიანებს. შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორგანიზებით, 1-15 აგვისტოს „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ, მაგრამ უფრო გაფართოებული მასშტაბით იმართება. „ღირსეული პარტნიორის“ მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება, შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეწყობა და სამხედროების უკეთ მომზადება სტაბილურობის უზრუნველმყოფი, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების შესასრულებლად.

XS
SM
MD
LG