Accessibility links

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი, რეზო ესაძე


ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობი და პროდიუსერი, ედმონდ აბაშიძე ავრცელებს.

რეზო ესაძე იყო არაერთი ჯილდოსა და ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

მას გადაღებული აქვს 11 ფილმი, შესრულებული აქვს 10 მთავარი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორის ფილმებში.

2019 წლის 21 თებერვალს, 85 წლის იუბილეზე მას კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG