Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიაში საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნით


გრენლანდიის საკითხი აშშ-სა და დანიას შორის კვლავ დიპლომატიური დაძაბულობის მიზეზი გახდა, აშშ-ის მიერ გრენლანდიაში საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასმუსენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელია. მთავრობამ გამოაცხადა, რომ კოპენჰაგენში აშშ-ის ელჩს იბარებს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და მისმა გრენლანდიელმა კოლეგა იენს-ფრედერიკ ნილსენმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სახელმწიფო საზღვრები და სახელმწიფოების სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული და ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს.

გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის, მაგრამ ძირითადად ავტონომიურია და თვითმმართველობა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ტერიტორიული პრეტენზიები რესურსებით მდიდარი კუნძულის
გამო.

21 დეკემბერს თავის ონლაინ პლატფორმა Truth Social-ზე მან გამოაცხადა, რომ ლუიზიანის გუბერნატორი ჯეფ ლენდრი დაიკავებდა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ახალშექმნილ თანამდებობას. ლენდრიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო ნებაყოფლობით ემსახურა აშშ-ის ნაწილად გრენლანდიის გადაქცევის საქმეში.


გრენლანდიასთან დაკავშირებული დავა ხელახლა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში მეორე ვადით შეუდგა საპრეზიდენტო საქმიანობას. ტრამპის ანექსიის გეგმები ფართოდ აღქმული იქნა არა მხოლოდ პროვოკაციად, არამედ დაძაბულობას ხელი შეუწყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტმა გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, პიტუფიკში, მარტის ბოლოს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG