Accessibility links

ხალიჩა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან


ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ინახება ქართული ეროვნული მოტივებით ნაქსოვი 100 წლის ხალიჩა, რომელზეც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბია გამოსახული. ხალიჩის ქსოვა მუზეუმის სახელოსნოში სწორედ იმ სამწლიანი(1918-1921) დამოუკიდებლობის პერიოდში დაიწყო, მაგრამ 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, მასზე მუშაობა შეწყვიტეს. ხალიჩა თეთრი გიორგის გამოსახულებით განადგურებისგან იხსნა მეორე, სოციალისტური შინაარსის, სიმბოლიკის ხალიჩამ, რომელიც მუზეუმის სახელოსნოს ოსტატებს საგანგებოდ მოაქსოვინეს და მასზე ნამგალი და ურო გამოსახეს. დღეს ეს ორივე ხალიჩა მუზეუმის ისტორიის ნაწილია. მუზეუმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს სწორედ ამ გერბიანი ხალიჩის გამოფენითა და საჯარო ლექციით ეხმიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG