Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პატრიარქი სამძიმარს გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

მსოფლიო პატრიარქი.
მსოფლიო პატრიარქი.

მსოფლიო პატრიარქის ბართლომესი სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. 

„ჩვენს სამძიმარსა და მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და მის ერთგულ მრევლს. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის ცოცხალთა ქვეყანაში და მართალთა სავანეში, რათა ეკლესიის აღმაშენებელმა და მთავარეპისკოპოსმა, ქრისტემ აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე.

მარადიული და უკვდავი იყოს ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ნეტარი პატრიარქის, ელია II-ის ხსოვნა“, - წერია სამძიმრის წერილში.

  • გუშინ, 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
  • სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
  • საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG