აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ორი ჯარისკაცი დაიჭრა ნაღმზე აფეთქების შედეგად.
სამშვიდობო ძალების შტაბზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ინციდენტი მოხდა კოდორის ხეობაში მდებარე 107-ე საგუშაგოს მახლობლად. დაჭრილი სამხედროები სოხუმის ლაზარეთში მოათავსეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.