Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის განცხადებით, მრავალეროვანი უშიშროების ძალების


ბრიტანეთის განცხადებით, მრავალეროვანი უშიშროების ძალების სრული შემადგენლობა, როცა ის თებერვლის შუა რიცხვებში დაასრულებს ავღანეთში განთავსების პროცესს, 5000 კაცს მიაღწევს.

ბრიტანეთის განცხადებით, მრავალეროვანი უშიშროების ძალების სრული შემადგენლობა, როცა ის თებერვლის შუა რიცხვებში დაასრულებს ავღანეთში განთავსების პროცესს, 5000 კაცს მიაღწევს.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ, ჯოფ ჰუნის თქმით, მისი ქვეყანა ჯარებს სამი თვე უხელმძღვანელებს და ამ პერიოდში 2100 მებრძოლით იქნება წარმოდგენილი. ხოლო სამი თვის შემდეგ სარდლობას სხვა ქვეყანა გადაიბარებს. ჰუნის განცხადებით, ბრიტანეთის გარდა ჯარების შემადგენლობაში 16 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან. ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი, ჰამიდ კარზაი მრავალეროვანი უშიშროების ძალების არამარტო ქაბულში განთავსებას ემხრობა. ამასობაში ყანდაარში ამერიკელი ჯარისკაცების პრესმდივანმა, ლეიტენანტმა ჯეიმს ჯარვისმა განაცხადა, რომ ყანდაარის აეროპორტის მახლობლად ამჟამად დაკავებულია ალ ყაიდის 351 წევრი. მათ კუბაში მდებარე ტყვეთა ბანაკში გადაიყვანენ. ჯარვისმა კიდევ ერთხელ გაიმაეორა შეერთებული შტატების მოთხოვნა, ალ ყაიდისა და თალიბანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეერთებული შტატების მართლმსაჯულებისათვის გადაცემის შესახებ. დღესვე მოსული ცნობებით, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ყოფილი ტერორისტული ბანაკის დაბომბვა აღმოსავლეთ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG