Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის საკითხებში კრემლის პრესმდივანმა, სერგეი

ჩეჩნეთის საკითხებში კრემლის პრესმდივანმა, სერგეი იასტრჟემბსკიმ დღეს უარყო ცნობები, რომელთა თანახმად მის ოფისს გაცემული აქვს განკარგულება ჩეჩნეთში რუსული მხარის მსხვერპლის შესახებ მონაცემების გაყალბების თაობაზე.

მანამდე მოსკოვში გამომავალმა გაზეთმა ”იზვესტიამ”, რუსი სამხედროებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ იასტრჟემბსკის ოფისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისაგან აქვს მიღებული დავალება, ჩეჩნეთში დანაკარგის რაოდენობის შემცირების შესახებ. ამ ცნობას იასტრჟემბსკიმ ”სრული უაზრობა” უწოდა. გუშინ მისმა ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბოლო ორი დღის მანძილზე ჩეჩენმა მეამბოხეებმა 7 ჯარისკაცი მოკლეს. მაგრამ გუშინვე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა 20 მოკლული ჯარისკაცი ახსენა. ”იზვესტიაში” გამოქვეყნებულ ცნობაში ლაპარაკია 30თ დაღუპულზე.
XS
SM
MD
LG