Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეერთებული შტატების მხრივ ”არამეგობრული


რუსეთმა შეერთებული შტატების მხრივ ”არამეგობრული ნაბიჯი” უწოდა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ჩეჩენ მეამბოხეთა წარმომადგენლის მიღებას.

რუსეთმა შეერთებული შტატების მხრივ ”არამეგობრული ნაბიჯი” უწოდა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ჩეჩენ მეამბოხეთა წარმომადგენლის მიღებას.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი გააოცა ვაშინგტონში შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის შეხვედრამ ჩეჩენთა საგარეო საქმეთა მინისტრ, ილიას ახმადოვთან. სამინისტროს განცხადებით, ასეთი ნაბიჯები არ ესადაგება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ამ კვირაში უფრო ადრე, რუსეთმა პროტესტი გამოთქვა ლონდონში ბრიტანეთის საგარეო უწყების თანამშრომლისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტ, ასლან მასხადოვის წარმომადგენლის შეხვედრის გამო.
XS
SM
MD
LG