Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ლიდერი ირწმუნება, რომ მიუხედავად მინისტრის მკვლელობისა, მთავრობა ერთიანია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთის დროებითი ლიდერი ჰამიდ კარზაი ირწმუნება, რომ მისი მთავრობა ერთიანაია, ავიაციისა ტურიზმის მინისტრის აბდულ რაჰმანის მკვლეობის მიუხედავად.

მან უარყო ჟურნალიტების ვარაუდი, რომ რაჰმანის მკვლელობა ხუთშაბათ ღამეს მის 7-დ კვირიან მთავრობაში განხეთქილებაზე ან ამ მთავრობის სისუსტეზე მიუთითებს.

კარზაის თქმით, მკვლელობა არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან ბრალი თავდაცვის, დაზვერვისა და იუსტიციის უწყებების სამ თანამშრომელს დასდო. მაგარამ ამავე დროს, თქვა, რომ ინციდენტში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ხელი ერია. ისინი კარზაის ეთნიკურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა რიცხვს ეკუთვნიან. მთავრობის მეთაურის თქმით, ქაბულში უკვე დაკავებულია მინიმუმ 4 ადამიანი. გარდა ამისა5 მთავრობამ სთხოვა საუდის არაბეთს გასცეს რამდენიმე ოფიციალური პირი, რომლებიც გაიქცნენ მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ორი მათგანი ამჟამად საუდის არაბეთს პატიმრობაში ჰყავს.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობაში ბევრი მინისტრი ჩრდილოეთი ალიანსის წევრია. დეკემბერში ეს პოლიტიკური კოალიცია უკმაყოფილო იყო კარზაის დანიშვნით მთავრობის მეთაურად. თუმცა კარზაი ამბობს, რომ კაბინეტი მტკიცედ უჭერს მას მხარს, განცხადაება, რომ ის აპირებს სთხოვოს მშვიდობის დამცველებს უფრო აქტიურად ჩაერიონ უშიშროების საქმეებში დედაქალაქში, მიუთითებს, რომ რაჰმანის მკვლელობამ არეულობა შეიტანა მთავრობაში და რომ კარზაი არ ენდობა სავსებით საკუთარ უშიშროების ძალებს, რომელთა უმრავლესობა აგრეთვე ჩრდილოეთი ალიანსიდან არის მოსული.

"თუ ავღანელებს არ მიეცემათ მშვიდობიანად ცხოვრების საშუალება მე ვთხოვ მშვიდობისდამცველებს შეცვალონ თავიანთი მანდატი, რომელიც მისცემს მათ უფლებას უშუალოდ ჩაერიონ ძალადობრივ ვითარებაში," თქვა კარზაიმ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ცნობები შეტაკებების შესახებ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ავღანეთის ორ პროვინციაში, სადაც არავითარი საერთშორისო ძალები არ არის დისლოცირებული.
მშვიდობისდამცველებს, რომლებიც მხოლოდ ქაბულში იმყოფებიან და რომლებსაც იარაღის გამოყენების უფლება მხოლოდ მათზე უშუალო მუქარის შემთხვევაში აქვთ, სულაც არ სურთ საქმეში უფრო ღრმად ჩარევა.

რამდენიმე ძალადობრივმა ინციდენტმა აღძრა შეკითხვა მშვიდობისდამცველთა მისიისა და მოქმედების შესახებ.
მაგალითად, უნდა ჩარეულიყვნენ თუ არა მშვიდობის დამცველები რაჰმანის მკვლელობის შემთხვევაში, მინისტრის გადასარჩენად? მშვიდობის დამცველების თქმით, აეროპორტს, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, არ უთხოვია მათთვის დახმარება.

კიდევ ერთ სადაო შემთხვევაში ბრიტანელმა მშვიდობისდამცველებმა შაბათ დილას ესროლეს მანქანას, მათი თქმით, მანქანიდან გასროლილი ცეცხლის საპასუხოდ. ავღანელების ჯგჯფმა, რომელიც დაედევნა მანქანას თქვა, რომ მასში ერთი მოკლული მამაკაცი, სამი დაჭრილი და მშობიარე ქალი იპოვეს. ავღანელების თქმით, არავის არ უსროლია მანქანიდან და, რომ მანქანა საავადმყოფოში მიიჩქაროდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქაბულში ჩასვლიდან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საერთაშორისო ძალებმა სროლა ატეხეს.
XS
SM
MD
LG