Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ისრაელის არმიის


პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაციის მსვლელობისას დღეს, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა.

პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაციის მსვლელობისას დღეს, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა.
გუშინ, სამხრეთი ისრაელის ერთ-ერთ ქალაქზე პალესტინელთა მიერ მიტანილ იერიშზე პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაიწყო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები. სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაბომბა ღაზის სექტორში მდებარე ობიექტები. სერიოზულად დაზიანდა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის შტაბ-ბინა ღაზაში. ამავე ქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ექსტრემისტული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ბეთლემსა და ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში, სროლა არ წყდება. ქალაქ რამალაში პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა საებ ერებათმა, დაგმო ისრაელის იერიშები და განაცხადა, რომ ძალის გამოყენებით კონფლიქტი ვერასოდეს მოგვარება. [საებ ერექათის ხმა] “შარონის მთავრობის გადაწყვეტილებები ახლა მხოლოდ მკვლელობებში, დაბომბვებში, F-16-სა და რაკეტებში მჟღავნდება. ეს პრობლემა ვერასოდეს გადაიჭრება სამხედრო გზით. და, იმედი გვაქვს, ისრაელის მოქალაქეები მიხვდებიან: ხოცვა-ჟლეტის ამ მინდვრების არსებობა ის არის, რომ მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც ოკუპაციის შენარჩუნებას ცდილობს; ხოლო ოკუპაციის შენარჩუნების მცდელობა არანორმალური ვითარების შენარჩუნების მცდელობის ტოლფასია.”
XS
SM
MD
LG