Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში ჩატარებული ოპერაციისას დახოცილ


აღმოსავლეთ ავღანეთში ჩატარებული ოპერაციისას დახოცილ თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებში ბევრი უცხოელი ერია.

აღმოსავლეთ ავღანეთში ჩატარებული ოპერაციისას დახოცილ თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებში ბევრი უცხოელი ერია.
ამის შესახებ ავღანეთში ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ავღანელი ჯარისკაცების თქმით, დღეს გამოქვაბულებში მიკვლეულ დაღუპულებს შორის ეგვიპტელები, სუდანელები, ინდონეზიელები და სხვა უცხოელებიც იყვნენ. ხოლო ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდალ, გენერალ ფრენკ ჰაგენბეკის განცხადებით, 12-დღიან ბრძოლებში მოკლულ ასობით მეომარს შორის იყვნენ აგრეთვე ჩეჩნები, უზბეკები და ჩინელებიც. ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სულ ოპერაციის მსვლელობაში ”ალ-ყაიდისა” და თალიბანის 500-მდე მებრძოლი დაიღუპა. შეტაკებები გუშინ დამთავრდა, როცა ამერიკელი, კანადელი და ავღანელი ჯარისკაცები შეიჭრნენ გამოქვაბულებში პაქტიის პროვინციაში, გარდეზთან, რომელიც ქაბულის სამხრეთით დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG