რადგან იქ მმართველ კოალიციას უმრავლესობა აქვს. ზედა ფედერალურ პალატაში, ბუნდესრატში, სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების პოლიტიკურ ერთობას უმრავლესობა არა აქვს, მაგრამ მიგრაციის კანონის პროექტი, რომელსაც მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ოპოზიცია, მაინც გაიტანეს.
ჯერ ორი სიტყვით თავად კანონზე მოგახსენებთ. გერმანიის მმართველი პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ გერმანიას სჭირდება უცხო ქვეყნების ექსპერტები, რომელთა გერმანიაში ჩასვლა და იქ მუშაობის უფლების მიღება მიგრაციის ახალმა კანონმა უნდა გააიოლოს.კანცლერის მომხრეების თანახმად, გერმანიაში უამრავი სამუშაო ადგილია, მაგრამ კვალიფიცირებული ხალხის არყოლის გამო ისინი დაუკავებელი რჩება. ამიტომ უნდა მიიზიდონ უცხოელები. ოპოზიცია საპირისპირო აზრისაა. ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან- სოციალური პარტიების აზრით, ჯერ საკუთარი ხალხი უნდა იქნეს დასაქმებული, ამასთან გერმანიაში ჩასულმა უცხოელებმა უნდა ისწავლონ გერმანული, გაეცნონ ამ ქვეყნის კანონებს, ტრადიციებსა და ისტორიას.
რა მოხდა ბუნდესრატში გასულ პარასკევს? მასში წარმოდგენილია გერმანიის ყველა მხარე, ცხადია ისინიც, რომლებსაც შერეული მთავრობები ჰყავს. ასეთია, მაგალითად, ბრანდენბურგი, რომელსაც კანონპროექტის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ტრადიციულად, როცა მხარის მთავრობა არ არის ერთსულოვანი, ისინი პარლამენტის კენჭისყრას თავს არიდებენ ხოლმე. ასე არ მოიქცა ბრანდენბურგის პრემიერი მანფრედ შტოლპე, რომელიც, არის რა კანცლერის თანაპარტიელი, მიგრაციის ახალ კანონს მიემხრო. საპირისპირო პოზიცია დაიკავა შტოლპეს ქრისტიან-დემოკრატმა მოადგილემ იორგ შიონბიომმა.
ამ საქმეში ბრძოლას ერთობ პრინციპულად მიიჩნევს გერმანიის კანცლერის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატი, ბავარიის პრემიერ-მინისტრი ედმუნდ შტოიბერი, რომელიც სექტემბრის არჩევნებზე შრიოდერის შეცვლას ესწრაფის. ასე რომ, მიგრაციის ახალი კანონი საჯილდაო ქვად იქცა გერმანიის წამყვან პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირებაში. კენჭისყრის ბედი გადაწყვიტა ბუნდესრატის თამჯდომარემ, ბერლინის მმართველმა ბიურგერმაისტერმა, სოციალ-დემოკრატმა კლაუს ვოვერატმა. მან განაცხადა, რომ თუკი ბრანდენბურგის პრემიერი კანონპროექტს ემხრობა, ეს ბრანდენბურგის დეპუტაციის პოზიციად უნდა იქნეს გაფორმებული.
ამ გადაწყვეტლებას არ ემორჩილება ოპოზიცია, რომლის აზრით, ის არაკონსტიტუციურია და ზეწოლის ქვეშ აქცევს გერმანიის პრეზიდენტს, იოჰანეს რაუს, რომელმაც ახლა კანონი უნდა დაამტკიცოს. რაუ თვითონაც სოციალ-დემოკრატია და მას ნეიტრალიტეტი ჰმართებს. ახლა ოპოზიცია იმუქრება, თუკი რაუ კანონს დაამტკიცებს, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიჩივლებთო. მაგრამ სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც პარლამენტში კანონი გაიტანეს, ასევე ემუქრებიან რაუს, თუკი კანონს ხელს არ მოაწერ, ჩვენც ვიჩივლებთო.
აქვე გეტყვით, რომ გერმანიის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. მას მხოლოდ ძალიან აშკარა დარღვევის დროს შეუძლია არ დაამტკიცოს კანონი, რომელიც ხელმოწერილია შესაბამისი მინისტრებისა და კანცლერის მიერ. გერმანიის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ ნეიტრალური ნოტარიუსის როლს თამაშობს და არა დაინტერესული მხარისას.