Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა ისრაელსა და პალესტინელთა


შეერთებულმა შტატებმა ისრაელსა და პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებას მოუწოდა,

შეერთებულმა შტატებმა ისრაელსა და პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებას მოუწოდა,
ყოველი ღონე იხმარონ, რათა წერტილი დაესვას ძალადობას, რომელიც რეგიონში აგერ უკვე წელიწადნახევარია, მძვინვარებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა მეტი უნდა გააკეთოს ძალადობის აღსაკვეთად. ბაუჩერის თქმით, არაფატმა თავისი ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ სასურველი შედეგი მას მხოლოდ მშვიდობიანმა მოლაპარაკებამ შეიძლება მოუტანოს.
XS
SM
MD
LG