Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


პალესტინელებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რამალასთან ახლოს მდებარე პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების სამეთაურო პუნქტის გაჩრეკაზე თანხმობა განაცხადეს.

პალესტინელებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რამალასთან ახლოს მდებარე პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების სამეთაურო პუნქტის გაჩრეკაზე თანხმობა განაცხადეს.
თანხმობა გაიცა რამდენიმე საათიანი შეუჩერებელი სროლის შემდეგ.
პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრმა იასირ აბედ რაბომ გამოაცხადა, რომ შენობას მხოლოდ მაშინ დატოვებენ იქ მყოფნი, როცა შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი მათ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ. მისივე ცნობით იქ 20 დაჭრილია. ისრაელის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით იქ არიან ტერაქტების მოწყობის მთავარი ორგანიზატორები. ქალაქ რამალაში კვლავაც ბლოკირებულია პალესტნელთა ლიდერი იასირ არაფატი, რომელიც არ აპირებს სამშობლო დატოვოს, მით უმეტეს პირობით, რომ უკან დაბურენება მას არ შეეძლება, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ეს გამოაცხადა.
ქალაქ ბეთლემში გრძელდება ბრძოლა. ქრისტიანულ ეკლესიებთან ისრაელის შვეულმფრენებმა ცეცხლი გაუსხნეს პალესტინელებს. დაიჭრა 7 მონაზონი. ცნობა, რომ მოკლეს კათოლიკე მღვდელი ეკლესიამ უარყო.
XS
SM
MD
LG