Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ავტომანქანების დაკავების მიზეზად


რუსეთის სამხედრო ავტომანქანების დაკავების მიზეზად თბილისში სათანადო დოკუმენტების გარეშე მოძრაობა დასახელდა.

რუსეთის სამხედრო ავტომანქანების დაკავების მიზეზად თბილისში სათანადო დოკუმენტების გარეშე მოძრაობა დასახელდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან, ნინო სტურუას განმარტებით, საქართველოს ხელმძღვანელობას არ ჰქონდა მიღებული ინფორმაცია ამ სატვირთო ავტომანქანების დედაქალაქის გავლით გადაადგილების თაობაზე. მაგრამ სამხრეთი კავკასიის რეგიონში რუსეთის სამხედრო სარდლობამ გამოუშვა განცხადება, რომელშიც ამ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ინფორმირებული იყო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შესახებ. გავრცელდა აგრეთვე საქართველოში რუსეთის ჯარების მთავარსარადლის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ზოლოტოვის განცხადება, რომლის თანახმად ავტომანქანებს გადაჰქონდათ აღჭურვილობა და არა იარაღი.
XS
SM
MD
LG