Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ რამალაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ


ქალაქ რამალაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დღეს მოლაპარაკება გაიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შორის.

ქალაქ რამალაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დღეს მოლაპარაკება გაიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შორის.
პაუელმა ამ შეხვედრას ”სასარგებლო და ნაყოფიერი” უწოდა და დასძინა, რომ მისი თანაშემწეები ორშაბათს არაფატის მრჩევლებს შეხვდებიან. დღევანდელი შეხვედრა არაფატის შტაბ-ბინაში, რომელიც ალყაში ჰყავს მოქცეული ისრაელის ჯარს, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პაუელისა და არაფატის შეხვედრა შაბათისთვის იყო თავდაპირველად დანიშნული, მაგრამ გადაიდო პარასკევს იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რამაც 6 ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, პაუელისა და არაფატის შეხვედრას ”ტრაგიკული შეცდომა” უწოდა.
XS
SM
MD
LG