Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მისიას, რომელიც 2000 წლიდან


ეუთოს მისიას, რომელიც 2000 წლიდან ახორციელებს მონიტორინგს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე,

ეუთოს მისიას, რომელიც 2000 წლიდან ახორციელებს მონიტორინგს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე,
ხოლო 2002 წლიდან ამავე საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზეც, მაისის დამდეგს 5 მეთვალყურე დაემატება, რის შემდეგაც ეუთოს მეთვალყურეთა რიცხობრივი შემადგენლობა 48-ს მიაღწევს. საქართველოში ეუთოს მისიის ცნობით, დღეისთვის ქვეყანაში 21 ქვეყნის 43 მეთვალყურე მუშაობს. როგორც პრაიმ ნიუსის სააგენტოს მისიაში უთხრეს, მონიტორინგის პერიოდში საზღვრის ამ მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღრიცხულა. მისიის წარმომადგენლის განცხადებით, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისა და დამკვირვებელთა რიცხვის ზრდის შედეგად შესაძლებელი გახდება პატრულირების უფრო ხშირად და ხანგრძლივად ჩატარება.
XS
SM
MD
LG