საფრანგეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი წინასწარი მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.
ულტრამემარჯვენე ”ნაციონალური ფრონტის” კანდიდატმა ჟან-მარი ლე პენმა დაახლოებით 18% მოაგროვა. ლე პენმა ოფიციალურად სცნო თავი დამარცხებულად. არჩევნები ამჟამად უფრო მაღალი აქტიურობით ჩატარდა, ვიდრე პირველ ტურში. შირაკის გარშემო გაერთიანდნენ როგორც მემარჯვენე-ცენტრისტული, ასევე მემარცხენე პარტიები. საფრანგეთში შირაკის მომხრეთა სტიქიური მიტინგები დაიწყო. როგორც ვარაუდობენ, შირაკი მიიღებს სოციალისტური მთავრობის გადადგომას, რომელსაც ლიონელ ჟოსპენი უდგას სათავეში, და პრემიერ-მინისტრის პოსტზე კონსერვატული ბანაკის წარმომადგენელს დანიშნავს ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელშიც გაირკვევა ახალი მთავრობის შემადგენლობა.