Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ისრაელში მოხდა კიდევ ერთი


დღეს ისრაელში მოხდა კიდევ ერთი ტერაქტი – მეორე 12 საათის განმავლობაში.

დღეს ისრაელში მოხდა კიდევ ერთი ტერაქტი – მეორე 12 საათის განმავლობაში.
არავინ დაშავებულა გარდა თვითმკვლელი ტერორისტისა, რომელმაც ჰაიფის მახლობლად, ავტობუსის გაჩერებასთან აიფეთქა თავი. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა განაცხადა, რომ მზად არის დაუნდობლად ებრძოლოს ტერორიზმს და უშიშროების სამსახურებს უბრძანა ისრაელის მოქალაქეებზე ნებისმიერი თავდასხმის აღკვეთა. ამავე დროს არაფატმა თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დახმარება გაუწიონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პალესტინელთა ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰანან აშრავიმ განაცხადა, რომ ტერაქტები გამოწვეულია ისრაელის ამასწინანდელი სამხედრო ოპერაციებით პალესტინელთა ტერიტორიებზე. [აშრავის ხმა] ”ცხადია, როცა ტყვეობაში მყოფ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ წამოიწყებ მთელ ამ ძალადობას, შესაბამის პასუხსაც მიიღებ. პრობლემა ისაა, რომ ნამდვილ მიზეზებს მივხედოთ, რომ შეწყდეს ესკალაცია, შეწყდეს ოკუპაცია.” ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. გუშინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ მან შეწყვიტა შეერთებულ შტატებში ვიზიტი. ამ ტერაქტმა ქალაქ რიშონ ლეციიონში 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG