Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად 100-მდე


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად 100-მდე ადამიანი შეიკრიბა, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ფელიქს კულოვისათვის 10-წლიანი პატიმრობის მისჯის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად 100-მდე ადამიანი შეიკრიბა, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ფელიქს კულოვისათვის 10-წლიანი პატიმრობის მისჯის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.
დემონსტრანტებმა გადაკეტეს კულოვის მშობლიურ სოფელ ბაიტიკისკენ მიმავალი გზა. ისინი კულოვის ციხიდან გათავისუფლებას და ყრიგიზეთის პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომას მოითხოვდნენ. კულოვი და მისი მომხრეები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გუშინ კულოვის მომხრეთა დემონსტრანტია 2000-მდე მონაწილეს ითვლიდა: მათ გზები გადაკეტეს, რათა ხელი შეეშალათ მსჯავრდებულის ციხეში გადაყვანისათვის. კულოვის ვექილთა განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG