რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი მთავრობის შექმნისა და ქვეყნის აღდგენის პროცესში. 13 წუთიან მიმართვაში, რომელიც ჩვენი რადიოს შემადგენლობაში შემავალი რადიო თავისუფალი ავღანეთის მიერ გადაიცა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მეუღლემ დააიმედა დანგრეული ქვეყნის მოსახლეობა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მხარში ამოუდგება მას.
ლორა ბუშის გამოსვლის პათოსი იყო ომიანობით და სიღატაკით წელში გაწყვეტილი ავღანელების გამხნევება და მათ მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. 10 ივნისს გაიმართება ეროვნული ასამბლეის, ”ლოია ჯირგას” ერთკვირიანი შეკრება, რომელზეც აირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს და ახალი მთავრობის ძირითად შემადგენლობას დაადგენენ შემდგომი 18 თვიანი გარდამავალი პერიოდისთვის. ამ პერიოდის დამთავრების შემდეგ კი ახალი არჩევნები ჩატარდება.
შეერთებული შტატების პირველი ლედის თქმით, ამერიკელებს სურთ, დახმარება გაუწიონ ავღანელებს საზოგადოების აღდგენის მცდელობაში.
”დარწმუნებული ვარ, ავღანეთს ძალა შესწევს, მშვიდობიანი და თავისუფალი მომავალი ააშენოს და ამერიკა მეგობრობასა და პარტნიორობას გაგიწევთ ამის მისაღწევადო”, თქვა ლორა ბუშმა და ავღანელების დარის ენაზე დასძინა, ”ჩვენ თქვენთან ვართო”.
[ლორა ბუშის ხმა]
პირველი ლედის თქმით, შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ერთად იღვწის ავღანეთის დასახმარებლად სურსათით, წყლით, მედიკამენტებითა და საცხოვრებელი ადგილით ხალხის უზრუნველსაყოფად. იქვე ახსენა, რომ ამერიკელი ბავშვები გამოეხმაურნენ პრეზიდენტ ბუშის მოწოდებას და ოთხ მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს ავღანელთათვის სურსათისა და მედიკამენტების მისაწოდებლად.
ჩვენი რადიოს სტუმარმა დიდი კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დღეს ავღანეთში ბავშვებს განათლების დაუფლების შანსი ეძლევათ.
[ლორა ბუშის ხმა] ”როგორც ყოფილი პედაგოგი და ბიბლიოთეკარი, განსაკუთრებით გახარებული ვარ, რომ ავღანეთში სკოლებმა მუშაობა განაახლეს და რომ ბიჭებს და გოგოებს იქ სწავლის უფლება აქვთ,” თქვა პირველმა ლედიმ.
ასევე კმაყოფილებით აღნიშნა მან, რომ ამიერიდან ქალებს, რომლებიც თალიბანის რეჟიმის დროს უკიდურესად იჩაგრებოდნენ, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულფასოვანი როლი ითამაშონ ავღანეთის საზოგადოებაში.
რადიომიმართვის წინ ლორა ბუში ავღანეთთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოთხშაბათს ლორა ბუში პრაღიდან გაემგზავრება ბერლინში, სადაც პრეზიდენტი ბუში იწყებს ტურნეს გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.