Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების დესპანმა უილიამ ბერნსმა


შეერთებული შტატების დესპანმა უილიამ ბერნსმა განაცხადა,

შეერთებული შტატების დესპანმა უილიამ ბერნსმა განაცხადა,
რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ”რთულ არჩევანსა და სერიოზულ პრობლემას” დაუპირისპირდა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების საქმეში. ბერნსმა რამალაში განაცხადა ეს დღეს პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან შეხვედრის შემდეგ. დღესვე, ქაიროში, ბერნსმა თქვა, რომ დროა პოლიტიკური გზით მოგვარდეს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რათა რეგიონის მოსახლეობამ იმედის თვალით შეხედოს ხვალინდელ დღეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს შეხვდა იერუსალიმში. ფიშერის თქმით, არის ნიშნები იმისა, რომ შარონი მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოწყობის წინადადებას, რაც ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და გაერომ წამოაყენეს. დღესვე, ოთხდღიანი ოკუპაციის შემდეგ, ისრაელმა ჯარმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ბეთლემიდან დაიწყო წასვლა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, ხვალ ჯერ ისრაელს, ხოლო შემდეგ პალესტინელთა ავტონომიას ეწვევა.
XS
SM
MD
LG