არჩევანის გაკეთების უფლებას. დევნილთა ერთი ნაწილი გამუდმებით მოითხოვდა ამ უფლების რეალიზებას და, საქართველოს პარლამენტის წევრთა მხარდაჭერის შედეგად საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების წყალობით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ.
2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები იმ ადგილობრივი საკრებულოს წევრებს ირჩევენ, რომლის ტერიტორიაზეც ამჟამად ცხოვრობენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გია ზესაშვილის განმარტებით:
[ზესაშვილის ხმა] „საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სტატუსისა, ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დევნილი იქნება თუ იძულებით გადაადგილებული პირი. კანონით არის განსაზღვრული, რომ ამ კატეგორიის ამომრჩევლისთვის, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი, დამატებითი სია იქნება ყველა საარჩევნო უბანში.“ [სტილი დაცულია]
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმ რაიონის თუ ქალაქის მაცხოვრებლად ითვლება, სადაც 3 თვეზე მეტხანს დაყოფს და ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. შესაბამისად, მას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც ენიჭება.
აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ ამ ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ პოლიტიკურ ელიტაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს.
იძულებით ადგილნაცვალ პირთა არჩევნებში მონაწილეობის იდეა დევნილთა ლიგას ეკუთვნის. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი ბორის კაკუბავაა, რომელიც ასლან აბაშიძის პოლიტიკური ორგანიზაციის, აღორძინების კავშირის, მხარდაჭერით სარგებლობს. კაკუბავა სწორედ ასლან აბაშიძეს მიიჩნევს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მთავარ გარანტად. ამ პოლიტიკური მიმართულებისგან განსხვავებული აზრი აქვს აფხაზეთიდან დევნილ პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს. ერთ-ერთი მათგანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თეიმურაზ მჟავია, ადგილობრივ არჩევნებში ლტოლვილთა მონაწილეობას პოლიტიკურად არამიზანშეწონილად მიიჩნევს.
[მჟავიას ხმა] „ვინაიდან ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩვენმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ იგი გამოიყენოს არგუმენტად, რომელიც, დაახლოებით, ასე აჟღერდება: რაკიღა დევნილმა მოსახლეობამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იგი შეურიგდა და სამართლებრივი წესით აღიარა ადაპტაცია მასპინძელ საზოგადოებაში და, ამდენად, მას არ გააჩნია ჯანმრთელი ამბიცია დაბრუნდეს აფხაზეთში.“
მსგავსი პოზიცია ჰქონდა აფხაზეთიდან დევნილი პარლამენტის უმრავლესობას, მაგრამ მისი ხმამაღლა გამოხატვა არ ისურვეს. მჟავია კი ფიქრობს, რომ დევნილმა მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებში მონაწილეობისაგან, რითაც ხაზს გაუსვამს იმას, რომ არ ურიგდება არსებულ რეალობას და სამშობლოში დაბრუნებისთვის იბრძვის. მჟავიას აზრით, ეს არ არის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოწოდება.
არჩევნებში დევნილთა მონაწილეობის მომხრეთა ინიციატივით კი, ადგილობრივი მოსახლეობისაგან ლტოლვილთა გამოსაცალკევებლად, განსახლების სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე, მათთვის სპეციალური სიები შეიქმნა. აფხაზეთის მკვიდრთა სტატუსის შესანარჩუნებლად, მათ საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ დევნილის მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გადაეცემათ.