რაც აუცილებელია სწორი რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მემკვიდრე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ახალი სადარდებელი გაუჩნდათ – მიგრაცია – როგორც გარე, ისე შინაგანი.
ზოგიერთი მათგანი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით, ტრანზიტულ ქვეყნად გადაიქცა – აზიიდან დასავლეთ ევროპაში მოხვედრის მოსურნე ღატაკი მიგრანტებისთვის. ამავე დროს, ამ ქვეყნებიდან საკუთარი მოსახლეობის გადინებასაც აქვს ადგილი.
თუმცა ამ მოვლენებს რეგიონულ პოლიტიკაზე დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს, დღემდე არ არსებობს მონაცემები მიგრაციის მასშტაბების შესახებ. პრაღის ფორუმის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ შეხვედრა ამ სფეროში რაიმე ცვლილებას შეიტანს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ანდრეას ჰალბახმა მაგალითად მოიყვანა რუსეთი, სადაც არალეგალურ მიგრანტთა რიცხვი დაუჯერებლად ვარირებს
[ჰალბახის ხმა] “ვარაუდები მერყეობს მილიონნახევრიდან ათ მილიონამდე. გეკითხებით, რა უნდა მოუხერხოთ ასეთ ციფრებს? ეს ხომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია. განსხვავება მილიონნახევარ მიგრანტზე გათვლილ პოლიტიკასა და ათ მილიონ მიგრანტზე გათვალიწინებულ პოლიტიკას შორის უზარმაზარია. ისე, რომ საჭიროა უკეთესი, უფრო სანდო სტატიტსიკური მონაცემების ქონა”.
საინტერესოა, რომ თანამეგობრობის ქვეყნებს შორის საუკეთესო სტატისტიკური მონაცემების მქონე ქვეყნად სწორედ რუსეთი სახელდება.
ვლადიმირ შკოლნიკოვმა, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუციების ოფისიდან, უთხრა ჟურნალისტებს, რომ თანამეგობრობის ქვეყნებში სხვადასხვა სამთავრობო ოფისებიც კი არ უზიარებენ ერთმანეთს მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მიგრაციის შესახებ, რომ არ ვილაპარაკოთ სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის მონაცემების გაზიარებაზე.
მაშინ, როცა თანამეგობრობის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში იმიგრაციას აქვს ადგილი, სხვები, მათ შორის აღსანიშნავია მოლდავეთი და სომხეთი, მოსახლეობას კარგავს.
ჰალბახმა მოიყვანა, მისი თქმით, სანდო ციფრები სომხეთის შესახებ. ბოლო ათი წლის განმავლობაში სომხეთის 4 მილიონი მოსახლეობიდან, 800 ათასმა დატოვა სამშობლო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკოსებმა დაიწყეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის მიგრაციული ბარიერების აღმართვა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო მათ წარმოდგენა არა აქვთ, რამდენად მაღალი უნდა იყოს ეს ბარიერები.
ამასობაში, დასავლეთი ევროპის ქვეყნები აძლიერებენ მიგრაციის შეზღუდვის ზომებს. ამ დღეებში იტალიამ, ბრიტანეთმა და დანიამ განაცხადეს, რომ ამკაცრებენ თავშესაფრის მიღების მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ ევროპის კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში მიგრაცია უფრო საგრძნობი გახდება.