Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონს ბიოტერორიზმისგან თავდასაცავად.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონს ბიოტერორიზმისგან თავდასაცავად.
მან თქვა, რომ ტერორისტები აშკარად აპირებენ ხელში ჩაიგდონ ეს იარაღი და ამერიკას ამიტომ მზადყოფნა სჭირდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა დღეს თქვა, რომ ნატოს გაფართოება ტერორიზმის წინააღმდეგ ომს გააიოლებს.
რობერტსონმა ლისაბონში ეუთოს სამიტს მიმართა და განაცხადა, რომ ალიანსი ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრია და ის უფრო ეფექტიანი გახდება გაფართოების შემგომ.
ინდოეთში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ პაკისტანის და ინდოეთის სადაო ქაშმირის პროვინციის გამყოფი ზოლის მახლობლად შეირაღებული ალ ყაიდელების მოქმედების გარკვეულ მინიშნებას ხედავს.
XS
SM
MD
LG