Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ცდილობს ბალანსმს გამოძებნას უშიშროებასა და ადამიანის უფლელბექს შორის შუა აზიაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გაისმის შეკითხვა: ხომ არ მიმდინარეობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შუა აზიაში ადამიანის უფლებების ხელყოფის ხარჯზე?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვაშინგტონში ამას წინათ გამართულ მოსმენაზე, სცადეს შეერთებული შტატების თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარატამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, ისინი არ აპირებენ უარის თქმას დადებულ პირობაზე, ხელი შეუწყონ შუა აზიაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებას.

გასულ ხუთშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოწყობილ მოსმენებზე დამსწრეებმა აღიარეს, რომ ვაშინგტონი სწრაფად დათანხმდა რეგიონის ხუთივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე ავღანეთში მიმდინარე ომში თალიბანისა და ალ ყაიდის წინააღმდეგ.

მათ თქვეს, რომ შეერთებული შტატების მთავრობას აშფოთებს, რომ 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ის მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც ადამინის უფლებების დაცვის სფეროში, ამერიკის სტანდარტებით, უარყოფითად ხასიათდებიან და რომლებთანაც ვაშიგტონს ადრე ახლო ურთიერთობები არ ჰქონია.

სახელმწიფო მდივნის თანაშმეწემ დემოკრატიის საკითხებში ლონ კრენერმა თქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა აწარმოებს დიალოგს დემოკრატიისა და ადმიანის უფლებათა დაცვის თაობაზე რეგიონის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგელებთან. ვაშინგტონმა გამოყო ფონდები დემოკრატიული პროგრამების წინ წასაწევად, მათ შორის დამოუკიდებელი მედიისა და არასამთვარობო ორგანიზაციების დასაარსებლად.

კიდევ ერთმა დამსწრემ, სახელმწიფო მდივნის თანაშმეწემ საერთაშორისო უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯი დი კროუჩმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სამნაწილიანი პროგრამა რეგიონის მთავრობებთან ურთიერთობისათვის: შიგა რეფორმების და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგიის სფეროს განვითარება.

კროუჩმა გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებულ შტატებსა და შუა აზიას შორის თანამშრომლობის ახლადშემუშავებული დონე, ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო. მისი თქმით, ამერიკის სამხედრო ყოფნა შუა აზიაში გააძლიერებს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას, ისევე როგორც დაეხმარება ამერიკას მისი სამხედრო მიზნების განხორციელებაში. კროუჩმა აღნიშნა, აგრეთვე, რომ ამ ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებს ეთქვა, რომ შეერთებული შტატები დარჩება ამ რეგინში.

კროუჩმა თქვა, რომ შუა აზიის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს დემოკრატიის გამაგრება, ვინაიდან გაუხსნის გზას უცხო ინვესტიციებსა და დასავლეთთან ვაჭრობას.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შუა აზიის საქმეებში, ლინ პასკო დაეთანხმა კრენერსა და კროუჩს, რომ რეგიონისთვის ფრიად მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. მისი თქით, ცვლილებები სარგებელს მოუტანს როგორც შეერთებულ შტატებს, ისე შუა აზიას და რომ ისინი შეუწყობს ხელს შუა აზიის სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას.

პასკო ოპტიმისტურად და, ამავე დროს, რეალისტურად აფასებს ამ ქვეყნების მომავალს. მან აღნიშნა, რომ თუმცა ამ სახელმწიფოთა მთავრობებმა უკვე დაიწყეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება – პატიმართა გათავისუფლება, კორუმპირებული პოლიციელების დაპატიმრება, ადამიანის უფლებათა დამცველი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსება, – მაგრამ მათ მაინც მეტის გაკეთება ჰმართებთ.
XS
SM
MD
LG