Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამბაქოს მოწევის შეწყვეტა ნებიმსიერ ასაკში აგრძელებს სიცოცხლეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ახლა დავუბრუნდებით თემას, რომელზეც ვრცელი მასალა შემოგთავაზეთ ამ ერთი კვირის წინ – ეს თემა თამბაქოს მოწევა გახლავთ. ამერიკლი მკვლევრების აზრით,

ამ მავნე ჩვევასთან გამოთხოვება ნებისმიერი ასაკის ადამიანს რამდენიმე წლის სიცოცხლეს უმატებს.
ამერიკის ჩრდილოეთი კაროლინის შტატის დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიბოს პრევენციის პროგრამის ჩარჩოებში დაკვირვება ჩაატარეს 877 ათას ადამიანზე, რომლებმაც პროგრამაში ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა. ამ ადამიანებმა გაიარეს ტესტების მთელი სერია, იმის დასადგენად თუ რა კავშირი არსებობს მოწევას, სიკვდილსა და დაავადებას შორის.

გაირკვა, მაგალითად, რომ მოწევის შეწყვეტის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ ნაბიჯს მწეველი ხანდაზმულ ასაკში დგამს. ამის შესახებ ჩატარებული გამოკვლევის წამყვანმა სპეციალისტმა დონალდ ტეილორმა უთხრა ჩვენს რადიოს. ტეილორის თქმით, 65 წლის ასაკში შეწყვეტა მამაკაცს წლინახევრიდან-ორ წლამდე, ხოლო ქალებს თითქმის 4 წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

იმ მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომლებმაც თამბაქოს მოწევას თავი 35 წლის ასაკში მიატოვეს, 76 წელზე მეტია.. ვინც მოწევას განაგრძოს, შეიძლება 8 წლით ადრე მოკვდეს.

ცხადია, თუ მოწევის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობა გაუარესდა, თუ მას მოწევასთან დაკავშირებული ავადმყოფობა – მაგლითად, ფილტვის კიბო დაემართა, წევის შეწყვეტისთანავე ის არ გამოჯანსაღდება.

ტეილორის აზრით, მთავარია, ხალხი დაარწმუნო, საერთოდ არ მიეკაროს სიგრეტს. ეს არ არის ადვილი ამოცანა, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც მამაკაცების 53 და ქალების 16 პროცენტი რეგულარული მწევლები აირიან.

მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის მთავარი სპეციალისტის პრაბჰატ ჯჰას თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში და შუა აზიაში სიკდილიანობის დაახლოებით 41 პრცენტი თამბაქოს წევასთან არის დაკავშირებული.

ზოგიერთი მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობა თამბაქოს წევას გადააჩვიოს. პარადოქსია, მაგრამ ბევრი მათგანი იღებს თამბაქოს გიგანტი-მწარმოებლის, ამერიკული კომპანია ფილიპ მორისის დახმარებას.

”ფილიპ მორის ინტერნეშენელი”, ამერიკული ”ფილიპ მორისის” საზღვარგარეთული ფილიალი, შუა აზიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ატარებს ახალგაზრდებს შორის მოწევის წინააღმდეგ კანპანიას.

კამპანია მოუწოდებს ახალგაზრდებს, მოწევის ნაცვლად სპორტს მიყონ ხელი. კამპანია ავრცელებს საინფორმაციო ბუკლეტებსა და პლაკატებს. სთავაზობს მწეველთა მინიმალური ასაკის დადგენას. სიგარეტების კოლოფებზე ათავსებს წარწერას: “არასრულწლოვანებისთვის მოწევა აკრძალულია” და იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს, მთავრობებთან თანამშრომლობს (მაგალითად აზერბაიჯანში, ბელარუსში და უზბეკეთში).

მაგრამ ჯჰა ფიქრობს, რომ თამბაქოს კომპანიები სულაც არ არიან დაინტერესებული ხალხი თამბაქოს მოწევას გადააჩვიონ.

[ჯჰას ხმა] “გრძელვადიან პერსპექტივაში თამბაქო ინდუსტრია დაინტრესებულია რაც შეიძლება მეტი ხალხი მიარჩვიოს წევას და რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს. ამას მე გამანადგურებელი აზრით არ ვამბობ, მე ვფიქობ, რომ ეს რაციონალური ბიზნესია. იმის ფიქრი, რომ მათ ინტერესებშია მწეველთა რიცხვის შემცირება, სულელური შეცდომაა.”

ჯჰას თქმით, ”ფილიპ მორისის” კამპანია, რომელიც ახალგაზრდობისთვისაა განკუთნილი, ეფექტიანი არ არის. მისი აზრით, ადამიანების სიცოცხლე დაიზოგება, თუ მოწევას მოზრდილებს შეაწყვეტინებენ.

ტეილორი ეთანხმება ამ აზრს. ამასთან, ის თვლის, რომ დადებითი შედეგი აქვს აგრეთვე მოწევის დღიური ნორმის შემცირებას.

აქვე ერთი რამ მინდა გავიხსენო: თამბაქოს თაობაზე ჩვენს ერთიკვირის წინანდელ მასალში მოვიყვანეთ “ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯის ჟურნალში”გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების საფრთხე თანაბარია დღეში ორი კოლოფის მწველისა და იმისთვის, ვინც დღეში მხოლოდ სამ სიგარეტს აბოლებს.

ასე რომ, სანამ გამოკვლევები მიდინარეობს, ალბათ, უმჯობესია სწორედ ამ სტატიას დავუჯეროთ, რისკი ნაკლებია.

ტეილორი ამბობს აგრეთვე, რომ მწეველს გული არ უნდა გაუტყდეს, თუ ის რამდენჯერმე სცდის მოწევისთვის თავის დანებებას. საკითხის შესწავლა აჩვენებს, რომ სტაჟიანი მწეველი, სანამ საბოლოოდ შეეშვება სიგარეტს მინიმუმ ექვსჯერ სცდის ამის გაკეთებას.
XS
SM
MD
LG