პრობლემათა მოგვარებაში საქართველოს ოლიმპიური ფონდი დაეხმარება. ამ მიზნით ფონდის გამგეობა წლეულს ნახევარ მილიონ ლარს გაიღებს და ძირითად ოლიმპიურ პროგრამებს დააფინანსებს. გესაუბრებით ფონდის გეგმებსა და საფეხბურთო ამბებზე.
როგორც ჩანს, ოლიმპიური ფონდის სახით, ქართულ სპორტს საიმედო და შეძლებული პარტნიორი გამოუჩნდა. ამას გვაფიქრებინებს ფონდის დამფუძნებელთა სოლიდურობა, ხელმძღვანელთა განცხადებები და, რაც მთავარია, გამგეობის პირველივე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. უკვე ივლისიდან ფონდი აქტიურად ჩაებმება მნიშვნელოვანი ოლიმპიური პროგრამების განხორციელებაში. სტრატეგიულ ამოცანად გამოცხადდა: სპორტის ოლიმპიური სახეობების განვითარება, 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ხელშწყობა, სპორტსმენთა და მწვრთნელთა სოციალური დაცვა და მატერიალური წახალისება, ოლიმპიური იდეალების პოპულარიზაცია. ამ მიზნით წლის ბოლომდე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება, ფონდის საგაისო ბიუჯეტი კი, სავარაუდოდ, მილიონ ლარამდე გაიზრდება. 60-ზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს უკვე დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია 200-500 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ, აგრეთვე, ვეტერანი სპორტსმენები – ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები. ოლიმპიური ფონდის მეშვეობით დაფინანსდება ოლიმპიური ნაკრები გუნდების საწვრთნელი შეკრებები, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი – მივლინებები ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ემზარ ზენაიშვილის განცხადებით, ფონდი კონკრეტულ ოლიმპიურ პროგრამას მოემსახურება, დანარჩენზე კი, ცხადია, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
(ემზარ ზენაიშვილის ხმა): “ფონდის პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა და ფონდის გამგეობისა, რომ არ შეიძლება ფონდი ჩაენაცვლოს სახელმწიფოს მისი უშუალო ფუნქციის შესრულებაში – მიხედოს ქვეყნის გაჯანსაღებას, საქართველოში სპორტის განვითარებას, პროფესიულ სპორტს და სხვა საკითხებს. ფონდის ამოცანა, პირველ რიგში, ის არის, რომ ხელი შეუწყოს, დაეხმაროს სპორტის ოლიმპიურ სახეობებს, სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების საქმეში.”
საქართველოს ოლიმპიური ფონდი აპრილში დაფუძნდა. ამ საქმის მოთავედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოგვევლინა, მთავარ დამფინანსებლად კი – ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ფონდის პრეზენტაციაზე პატარკაციშვილი მოკლე განმარტებით შემოიფარგლა: “ჩვენ ცოტას ვილაპარაკებთ და უფრო მეტს გავაკეთებთ. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს.” ფონდის პირველი ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებთ, საქმეს კარგი პირი უჩანს, კარგი დასაწყისი კი, მოგეხსენებათ, საქმის ნახევარია. ამ მოსაზრებას უერთდება სახელოვანი ფალავანი რომან რურუა, რომელიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მაგრამ, შესაძლოა, ბევრისთვის საკამათო აღმოჩნდეს თავად ბატონი რომანის ზოგიერთი მოსაზრება სპორტის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობის თაობაზე. ოლიმპიელი პარლამენტარის თქმით, როცა ხაზინა ცარიელია და ხელისუფლება პენსიას ვერ არიგებს, სპორტის პრობლემებზე საუბარი უხერხულიც კია.
(რომან რურუას ხმა):”ჩვენ მომტირალი ხალხი არა ვართ, ეს სპორტსმენები. მართალია, პარლამენტში მრავლად ვართ, მაგრამ მოთხოვნა იქ უნდა გააკეთო, სადაც არის. და, სადაც არ არის, არ დევს ეს ფული არსად, არც ერთ ბანკში არ არის, რას მოსთხოვ ქვეყანას. რაც არ უნდა მოვითხოვოთ, ეს იქნება ლაქლაქი და მეტი არაფერი.” [სტილი დაცულია]
სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ასანიძე. მისი აზრით, ხელისუფლების ნება და სურვილი თუ იქნება, სპორტის განვითარებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა ძნელი არ უნდა იყოს. ასანიძეს მოჰყავს მაგალითი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა, მათ შორის, სომხეთის და აზერბაიჯანის, სადაც, ჩვენთან შედარებით, სპორტს ხუთჯერ მეტი სახსრები ხმარდება და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი შეიმჩნევა და პერსპექტივაც არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, რომან რურუა საგაისო ბიუჯეტისგან კარგს არაფერს მოელის და ერთ-ერთ გამოსავლად ესახება პრიორიტეტულ და ტრადიციულ სახეობათა ხელშეწყობა, დანარჩენთა დაფინანსებაზე კი უარის თქმა.
(რომან რურუას ხმა):”ჩემი ხედვა ასეთია: ერს აქვს თავისი ხასიათი, თავისი მენტალიტეტი, თავისი კულტურა და, გამომდინარე თავისი შესაძლებლობიდან, უნდა კეთდებოდეს ეს ყველაფერი. მაგალითად, რამდენიც არ უნდა ვითამაშოთ ჩვენ ჰოკეი, სასახლეებიც რომ ავაშენოთ, ჰოკეის გუნდი ვერ გვეყოლება. რა თქმა უნდა, უნდა შეიკვეცოს ეს სახეობები და ძირითად სახეობებში, რაც ერის ხასიათს მორგებულია, იმ სახეობებს უნდა მიექცეს, პირველ რიგში, ყურადღება.”[სტილი დაცულია]
პრიორიტეტულ და პოპულარულ სახეობათა შორის, უწინარესად, ფეხბურთი უნდა ვიგულისხმოთ, თუმცა ფეხბურთი ერთადერთია, რომელიც სახელმწიფოსგან არაფერს იღებს და საკუთარი შემოსავლებით არსებობს. ფეხბურთში, რომ იტყვიან, დიდი ფული ტრიალებს და ამიტომაც იწვევს საფინანსო თუ სახელისუფლებო ჯგუფების განსაკუთრებულ ინტერესს. ამჟამინდელი ვნებათაღელვა ფეხბურთის ფედერაციის სააანგარიშო-საარჩევნო ყრილობას უკავშირდება. ამ დღეებში ქართული სპორტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ წინასაყრილობო ამბებს უთმობს და საქმეც არ ელევა: პრესკონფერენციებს საგანგებო სხდომები ენაცვლება, სახელდახელო ბრიფინგებს – სასამართლო გარჩევები, მძაფრ პოლემიკას – მუქარანარევი განცხადებები. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო კომიტეტს ეკუთვნის. სამოქალაქო სამართალში სარჩელის შეტანისთვის კომიტეტმა ფედერაციის სამი სუბიექტი, პრეზიდენტობის კანდიდატის დავით პეტრიაშვილის მხარდამჭერები - თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის “დინამოსა” და ზესტაფონის “მეტალურგიის” საფეხბურთო კლუბები წესდების დარღვევაში ამხილა, თითოეული 10 ათასი ლარით დააჯარიმა, თან მუქარაც მოაყოლა: თუ ჯარიმას ორ კვირაში არ გადაიხდით, კლუბებს დაბალ ლიგაში ჩამოვაქვეითებთ, თბილისის ფედერაციას კი ფეხბურთიდან მოვკვეთთ და არჩევნებში ხმის უფლებას ჩამოვართმევთო. თავის მხრივ, დაჯარიმებულები პროტესტს აცხადებენ და ახლა უკვე უეფა-სა და ფიფა-ში ჩივილს აპირებენ. მოკლედ, დავთრები ისე აირია, შესაძლოა, უარესიც მოხდეს და 24 აგვისტოსთვის დანიშნული ყრილობა გაურკვეველი ვადით გადაიდოს. ერთი რამ კი გარკვეულია: მალე ფედერაციის ახალი ოფისის პრეზენტაცია მოეწყობა და თბილისს ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნები ესტუმრებიან, მათ შორის – უეფა-ს პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი.