Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის უშიშროების ძალები საბრძოლო მზადყოფნაში


ისრაელის უშიშროების ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი

ისრაელის უშიშროების ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი
მას შემდეგ, რაც თელ-ავივში გუშინ თვითმკვლელი მოიერიშეების ორმა თავდასხმამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაახლოებით 40 ადამიანი დაჭრა. ამ თავდასხმებამდე 1 დღით ადრე, სამშაბათს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებმა საფარიდან იერიში მიიტანეს ისრაელის ავტობუსზე და 8 მგზავრი მოკლეს. სამშაბათის ინციდენტის შემდეგ ისრაელის უმაღლესი რანგის ოფიციალურმა პირებმა გადადეს პალესტინელებთან მოლაპარაკება, რომლის განახლების თარიღი ჯერ უცნობია. ამასობაში, პალესტინელთა ხელმძღვანელობამ, მართალია, დაგმო ბოლო დღეების თავდასხმები, მაგრამ ისრაელი მას აკრიტიკებს, რახან მან ვერ შეძლო თავდასხმების აღკვეთა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გადადო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა პალესტინელი მცხოვრებლების წინააღმდეგ, დაახლოებით, 1 თვის წინ შემოღებული აკრძალვების გაუქმებას.
XS
SM
MD
LG