Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს მკაცრი


შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს მკაცრი განაჩენის გამო, რომელიც გამოუტანეს ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერს გალიმჟან ჟაკიანოვს.

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს მკაცრი განაჩენის გამო, რომელიც გამოუტანეს ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერს გალიმჟან ჟაკიანოვს.
ვაშინგტონის აზრით, აშკარაა, რომ ჟაკიანოვი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მოძრაობა ”ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის” ერთ-ერთ დამაარსებელს ამ დღეებში 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის პავლოდარის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მოძრაობის კიდევ ერთ დამაარსებელს, მუხტარ აბლიაზოვს, გასულ კვირაში გამოუტანეს განაჩენი მსგავსი ბრალდებით. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა განაკუთრებით აღნიშნა დაპატიმრებებისა და სასამართლო პროცესების სინქრონულობის ფაქტი, რაც, მისი აზრით, პოლიტიკური ქარგის არსებობაზე მიუთითებს.
XS
SM
MD
LG