ღაზის სექტორში კვირას ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ისრაელთა ჯგუფს.
ერთ-ერთი ისრაელი დაიჭრა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ჰამასმა”. კვირას პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა ”განსაკუთრებით დადებითი” და ”მნიშვნელოვანი” უწოდა ვაშინგტონში პალესტინელთა დელეგაციასა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას შორის გამართულ მოლაპარაკებებს. მასზე განიხილებოდა უშიშროების საკითხები და პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ. პალესტინელთა წარმომადგენლები შეხვდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს, ჯორჯ ტენეტს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, კონდოლიზა რაისს.