Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია ”ეიიეს თელასის” ფინანსური მენეჯერის


კომპანია ”ეიიეს თელასის” ფინანსური მენეჯერის,

კომპანია ”ეიიეს თელასის” ფინანსური მენეჯერის,
30 წლის ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამოკვეთილი ვერსია გამოძიებას ჯერჯერობით არა აქვს. როგორც ჟურნალისტებს უთხრა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსმა გიორგი ნებიერიძემ, მუშავდება რამდენიმე ვერსია. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ დანაშაული, მოკლულის სამსახურთან, ჩვეულებრივ ყაჩაღობასთან ან ნებისმიერ სხვა მიზეზთან იყოს დაკავშირებული. გიორგი ნებიერიძის ინფორმაციით, ნიკა ლომინაძე ბოლოს, 12 აგვისტოს საღამოს ნახეს, როდესაც მან მეგობართან ერთად რესტორანში ივახშმა. მეორე დღეს იგი სამსახურში არ გამოცხადდა და ახლობლებმა მხოლოდ 14 აგვისტოს, გამთენიისას, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში ტყვიით მოკლული ნახეს. გარდაცვლილს ხელ-ფეხი ”სკოჩით” ჰქონდა შეკრული. სავარაუდოდ, მკვლელობა 12 აგვისტოს, ღამით მოხდა, თუმცა უფრო ზუსტი სურათი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ნიკა ლომინაძე აშშ-ში სწავლობდა და 2 წლის წინ დაბრუნდა საქართველოში და კომპანია ”ეიიეს თელასში” დაიწყო მუშაობა.
XS
SM
MD
LG