Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა


გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 3-თვიანი პატიმრობის განაჩენი,

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 3-თვიანი პატიმრობის განაჩენი,
რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ გამოუტანა მასწავლებელს იმის გამო, რომ იგი - მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა დახოცვაში ნაცისტ ლიდერთა მონაწილეობას უარყოფს. 62-წლის მასწავლებელმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მისთვის ამ წლის დასაწყისში გამოტანილი განაჩენი. მანამდე იგი, ორჯერ დაადანაშულეს ჰოლოკოსტის ფაქტის უარყოფაში და მასწავლებლობა აუკრძალეს. გერმანიაში მოქმედი კანონის ძალით, ჰოლოკოსტის უარყოფა – დანაშაულად ითვლება. ისტორიკოსთა გამოანგარიშებით, ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში 6 მილიონამდე ებრაელმა განუტევა სული.
XS
SM
MD
LG