Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია სიენენის მიერ ნაჩვენებმა ვიდეოფირმა,

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია სიენენის მიერ ნაჩვენებმა ვიდეოფირმა,
რომელზეც ალ-ყაიდის მებრძოლებია გადაღებული მორიგი წვრთნის დროს, კიდევ ერთხელ ცხადყო, რაოდენ სწორად მოიქცა შეერთებული შტატები, როცა ომი გამოუცხადა ტერორიზმს. ფირზე გადაღებულია, როგორ ამონტაჟებენ ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ნერვიულ-მაპარალიზებელ გაზს სცდიან ძაღლებზე. სიენენმა განაცხადა, რომ ხელთა აქვს 64 ამგვარი ვიდეოფირი. მათი უმრავლესობა, როგორც ჩანს, 11 სექტემბრის ტერაქტებამდეა გადაღებული. სიენენმა კვირას დაიწყო ამ ვიდეოფირების ჩვენება. როგორც ტელეკომპანიის კორესპონდენტი ნიკ რობერტსონი აცხადებს, ვიდეოჩანაწერები მან უფასოდ მიიღონ ავღანეთში სხვადასხვა არხებიდან, რომლებსაც არ ასახელებს.
XS
SM
MD
LG