Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკლ კოპერმა – ამერიკის უდიდესი


მაიკლ კოპერმა – ამერიკის უდიდესი ენერგეტიკული კორპორაცია ”ენრონის” ყოფილმა ფინანსთა მენეჯერმა – თავი დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და ფულის რეცხვაში.

მაიკლ კოპერმა – ამერიკის უდიდესი ენერგეტიკული კორპორაცია ”ენრონის” ყოფილმა ფინანსთა მენეჯერმა – თავი დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და ფულის რეცხვაში.
კოპერი პირველია ”ენრონის” ხელმძღვანელთაგან, რომელმაც აღიარა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რამაც გაკოტრებამდე მიიყვანა კორპორაცია. ”ენრონის” გაკოტრების შედეგად ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, მილიონობით ინვესტორმა – თავისი კაპიტალდაბანდებები. კოპერს წაყენებული აქვს ბრალდება, რომლის თანახმად იგი მონაწილეობდა პარტნიორი კომპანიების შექმნაში, რომელთა მეშვეობით ჩქმალავდნენ კორპორაციის ვალებს და ქაღალდზე ზრდიდნენ მოგებას.
XS
SM
MD
LG