Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული რულეტი


სექტემბრის ტერაქტებიდან ერთი წლის შემდგომ, რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში ძველი პრობლემები კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდა.



ეს პრობლემები გამოიხატება მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობებში ირანთან, ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასათან. ეს კი ის ქვეყნებია, რომლებიც ვაშინგტონის მიერ “ბოროტების ღერძად” არის შერაცხული. ამავე პრობლემათა რიგს მიეკუთვნება ჩეჩნეთში ომი. ეს პრობლემებია, “ფაინენშელ ტაიმსის” სტატიის ავტორის თანახმად, რომლებიც ახლა წარმოადგენს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გამოცდას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზმიდენტმა ვაშინგიტონს თალიბანის წინააღმდეგ ომში მხარი დაუჭირა.

სტატიის ავტორი საქართველოს ტერიტორიის ამასწინანდელი დაბომბვის თემას ეხება და წერს, რომ აქტი, რომელსაც რუსეთი საერთოდ უარყოფს, რომ ჩაიდინა, თეთრი სახლის მიერ მკაცრად შეფასდა. ვაშინგტონი ღრმად იყო შეშფოთებული საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის გამო. ინციდენტმა კიდევ უფრო გააუარესა რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოხანს გაცივებული ურთიერთობა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მას სულაც არ სურდა ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობას, რუსეთთან მისი კარგი ურთიერთობისთვის ევნო. მით უმეტეს, რომ რუსეთი და ამერიკა არაერთ პრაქტიკულ სფეროში თანამშრომლობს წარმატებით.

ცნობილია, რომ საქართველოს სასაზღვრო არეალში მყოფი ჩეჩენი მეამბოხეების ლიკვიდაციას რუსეთი საკუთარ საქმედ მიჩნევს, აცხადებს რა, რომ საქართველო მათ ვერ უმკლავდება.
რუსეთის ომები ჩეჩნეთის წინააღმდეგ დასავლეთის გარკვეულ ყურადღებას იმსახურებდა. ამ ომებმა გაანადგურა ჩეჩნეთი ყველა მხრივ. მოსკოვისთვის, ახლანდელი ომი, ტერორიზმთან ომია. მას შარშან 11 სექტებმრის შემდგომ დასავლეთი უფრო რბილად მიუდგა, მაგრამ ახლა, როცა, “ფაინენშელ ტაიმსის” ფორმულირებით, შუა აზიაში სიტუაცია სტაბილურდება, ჩეჩნეთის ომი კვლავ შეშფოთებისა და კრიტიკის ობიექტად იქცა. მაშინაც, კი თუკი დასავლეთი ჩეჩნეთში ომს ანტიტერორისტულ აქციად მიჩნევს, საქართველოზე ომის გავრცელება, წერს სტატიის ავტორი, ქაოსის გავრცობას უფრო გამოიწვევს, ვიდრე შემცირებას.
მაგრამ ჩეჩნეთის ომი არ არის მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა განმსაზღვრელი ერთადერთი თემა. რუსეთის წინააღმდეგობა, შეზღუდოს კავშირები “ბოროტების ღერძთან”, ვაშინგტონს აბნევს. თავდაცვის მინისტრმა რამსფელდმა თქვა, რუსეთის მხრივ ტერორისტულ ქვეყნებთან მეგობრობის დემონსტრირება, მის ინტერებს ვნებსო. რუსეთმა ამერიკის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად ერაყთან ეკონომიკის სფეროში 40-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა, ირანს სთავაზობს ბირთვული რეაქტორების მშენებლობაში მონაწილეობას, კომუნისტიურ ჩრდილოეთ კორესას კი იმდენად დაუახლოვდა, რომ შეცვალა ჩინეთი, როგორც ფხენიანის მთავარი პარტნიორი.
სტატიის ავტორი შემდგომ კვლავ ჩეჩნეთს უბრუნდება და წერს, რომ ძნელია ჩეჩნეთის ომის ოპტიმიტური სცენარის წარმოდგენა, იმდენად არის განადგურებული ეს ქვეყანა და მისი ხალხი, იმდენად დიდის სიძულვილი რუსებსა და ჩეჩნებს შორის.
“ფაინენშელ ტაიმსმა” ახლახან წარმოადგინა წინადადება, რომ დასავლეთმა შეიძლება იხსნას რუსეთი თავისივე თავისგან, თუკი ჩეჩნეთის აღდგენაში იმგვარ დახმარებას შესთავაზებს მას, დასავლეთისვე კონტროლით, რომ მან უარიც კი ვერ თქვას დახმარებაზე. ეს, მაგალითად, რუსეთის “ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, იმას მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები გეგმავს საქართველოს, აზერბაიჯანის და ჩეჩნეთის თავის კონტროლქვეშ მოქცევას. ამგვარი დახმარება რუსეთის ბევრ პოლიტიკოსს ალბათ აფიქრებინებს, რომ ეს ჩეჩნეთში რუსეთის სუვერენიტეტს ხელყოფს. და ამ სკეპტიკოსთან რიგებში იქნებიან, წერს სტატიის ავტორი, ალბათ პუტინი და მისი თავდაცვის მინისტრი ივანოვიც. მაგრამ, უფრო საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ასეთი გეგმა საზოგადოებრივი აზრზე რუსეთში. თუკი გავითვალისწინებთ ჩეჩნეთის რუსეთისგან იზოლაციას და ხალხის დაღლილობას ამ ომით, და მისადმი ინდიფერენტიზმს, ძნელია წარმოსადგენია, რომ მან არ მიიღოს გეგმა, რომელიც ჩეჩნეთში ომს დაასრულებდა.
“ფაინენშელ ტაიმსში” გამოქვეყნებულ წერილს სათაურით, “რუსული რულეტი”, ავტორი პუტინისადმი რჩევით ასრულებს, რომ თუკი ის მიიღებს დასავლეთის დახმარებას ჩეჩნეთის აღდგენისთვის, ეს რუსეთის პრეზიდენტის დიპლომატიის ლოგიკური ტრიუმფი იქნებოდა, და თანაც ის შეასრულებდა დანაპირებს, დაასრულოს ჩეჩნეთის ომი. დანაპირების შესრულებისთვის კი მას არავინ გაკიცხავს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG