შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყის გარშემო კრიზისის განმუხტვის
პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ქვეყანაში გაეროს სამხედრო ინსპექტორების დაბრუნება. დღეს სამაუწყებლო კომპანია BBC-ს მიერ ნაჩვენებ ინტერვიუში პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას კატეგორიულად მოითხოვს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ერაყი უკვე 11 წლის მანძილზე ამბობს უარს გაეროს რეზოლუციების შესრულებაზე. მსოფლიოს მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმ საფრთხეზე, რასაც წარმოადგენს სადამ ჰუსეინის რეჟიმი, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ შეძლოს გადაწყვეტა, რა ზომების გამოყენებაა საჭირო ერაყის მიმართო, აღნიშნა პაუელმა.