ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის,
სლობოდან მილოშევიჩის საქმესთან დაკავშირებით ყოფილმა იუგოსლავიელმა სამხედრო მოსამსახურემ დღეს კოსოვოში ეთნიკურ ალბანელთა მასობრივი დახოცვის ფაქტი გაიხსენა. ბრალდების მოწმე, რომლის გვარი არ უხსენებიათ, ტელეხიდით იძლეოდა ჩვენებებს. მან თქვა, რომ 1999 წელს, ვიდრე ნატო სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა იუგოსლავიის წინააღმდეგ, მისმა ქვედანაყოფმა მიიღო ბრძანება – კოსოვოში ალბანელებით დასახლებული ერთ-ერთი სოფლის მკვიდრთა დახოცვის შესახებ. სერბებმა 15 ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები მოკლეს. სლობოდან მილოშევიჩი აცხადებს, რომ მისი ჯარი კანონიერ ბრძოლას აწარმოებდა ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ.