Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად აფრთხილებს და აცხადებს,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად აფრთხილებს და აცხადებს,
რომ თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთის საზღვართან ბანდიტურ გამოხდომებს არ აღკვეთს, მაშინ ფედერაცია თავდაცვის პრინციპით ისარგებლებს, - იტყობინება პრაიმ-ნიუსის საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვიდან რუსეთის მასმედიაზე დაყრდნობით. როგორც ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს, სოჭში ძალოვან სტრუქტურებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ,,თუ საქარათველოს ხელმძღვანელობა ვერ შესძლებს ქართულ-რუსული საზღვრის რაიონში უსაფრთხოების ზონის შექმნას, გაეროს უშიშროების საბჭოს გასული წლის, 28 სექტემრის 1373-ე რეზოლუციის იგნორირებას გააგრძელებს, ასევე, რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებზე ბანდიტურ გამოხდომებსა და თავდასხმებს არ აღკვეთს, მაშინ რუსული მხარე უფლებას იტოვებს გაეროს წესდების 51-ე მუხლით იმოქმედოს, რომლითაც გაეროს ყოველი წევრი სახელმწიფოს განუხრელ უფლებას ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვა წარმოადგენს”. ამასთან, მისი თქმით, ,,არაფერი არ გახდება საჭირო, არანაირი ზომების მიღება და სპეცოპერაციის ჩატარება არ იქნება აუცილებელი, თუ საქარათველოს ხელმძღვანელობა თავის ტერიტორიას რეალურად გააკონტროლებს, შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში და თავის ტერიტორიიდან რუსეთზე საერთაშორისო ტერორისტების შესაძლო თავდასხმებს არ დაუშვებს”.
XS
SM
MD
LG