Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ იგი ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ იგი ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე,
რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი დააკმაყოფილებს ამერიკის იმ მოთხოვნებს განიარაღების თაობაზე, რომლებიც ბუშმა გუშინ დაასახელა გაეროში გამოსვლისას. [ბუშის ხმა] ”ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. იმედი მაქვს, რომ დააკმაყოფილებს, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება. ჩემი ეჭვის მიზეზი ის არის, რომ მას თერთმეტი წელი ჰქონდა ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ფაქტობრივად, მთელი თერთმეტი წლის მანძილზე იგი გაეროს და მთელ მსოფლიოს ეუბნებოდა, რომ არაფრად მიაჩნია ეს მოთხოვნები”. ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ერაყის წინააღმდეგ და ეს რამდენიმე დღეში მოხდება და არა თვეებსა და წლებში. გუშინ გაეროს გენერლურ ასამბლეაზე გამოსვლისას ბუშმა თქვა, რომ მოქმედება გარდაუვალია, თუკი გაერო არ აიძულებს ერაყს, შეასრულოს რეზოლუციები, რომლებიც მის განიარაღებას ითვალისწინებს. დღეს დილას ერაყის ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა განაცხადა, რომ ბუშის სიტყვა სავსე იყო ტყუილებით და ცილისწამებით.
XS
SM
MD
LG