Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას არ გააჩნია არც ბირთვული, არც ქიმიური და არც ბიოლოგიური იარაღი.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას არ გააჩნია არც ბირთვული, არც ქიმიური და არც ბიოლოგიური იარაღი.
ამის შესახებ ნაჯი საბრიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა. იქვე საბრიმ დაადასტურა, რომ ბაღდადს გადაწყვეტილი აქვს, წინაპირობების გარეშე მისცეს გაეროს განიარაღების ექსპერტებს ერაყში დაბრუნების უფლება, რათა დაამტკიცოს, რომ აღარ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. ასევე საბრის თქმით, შეერთებული შტატების მიზანია, გაანადგუროს ერაყი, რათა შეძლოს ახლო აღმოსავლეთში ნავთობის გაკონტროლება, აგრეთვე – საბრის სიტყვებით – ”ნავთობისა და ეკონომიკური პოლიტიკის გაკონტროლება მთელს მსოფლიოში”.
XS
SM
MD
LG