Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოკი “აღორძინება”, ჩინელ სპეციალისტებთან ერთად


ბლოკი “აღორძინება”, ჩინელ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს ცვლილებებზე 1996 წელს შემუშავებულ კანონპროექტში “თავისუფალი ეკონომიკური ზონების” შესახებ.

ბლოკი “აღორძინება”, ჩინელ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს ცვლილებებზე 1996 წელს შემუშავებულ კანონპროექტში “თავისუფალი ეკონომიკური ზონების” შესახებ.
პარლამენტს ეს დოკუმენტი განსახილველად წარედგინება მიმდინარე წლის მიწურულს ან მომავალი წლის გაზაფხულზე. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” წევრის გივი ბოლოთაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ დღეს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ბოლოთაშვილის თქმით, ასეთი ზონის შექმნა მნიშვნელოვნად შეავსებს ქვეყნის ბიუჯეტს და გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. თუმცა, ითვალისწინებს რა პარლამენტში არსებულ “ჭრელ” პოლიტიკურ სპექტრს, ბოლოთაშვილი დარწმუნებული არ არის, მოიწონებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ხსენებულ კანონპროექტს.
XS
SM
MD
LG